Kutaisipost-ი სოლიდარობას უცხადებს “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებს

საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტი” ეხმაურება გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” რედაქციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობას უცხადებს “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებს.
10806203_987025271312235_2628579494529344191_n

სამართალდამცველების მხრიდან “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევისა და ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას, უსწრაფესად გამოიძიონ “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტები.
“შსს-ს მხრიდან უნდა შეწყდეს გამოცემის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და სრულად უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება. ამ პროცესში მონაწილე პირებს შევახსენებთ, რომ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.
ქარტიის საბჭო სრულ სოლიდარობას უცხადებს გაზეთ “სამხრეთის კარიბჭეს” და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ “სამხრეთის კარიბჭის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს,” – ნათქვამია ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოცემა “სამხრეთის კარიბჭის” ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ასევე, შეშფოთებას გამოვთქვამს მედიის განვითარების ფონდი – MDF,ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი -TDI და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI.
“სამხრეთის კარიბჭის” რედაქტორის ნინო ნარიმანიშვილის განცხადებით, 8 დეკემბერს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „ბრალდებულის და: “სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა”, რედაქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ზარები და სათაურის შეცვლის მოთხოვნა მოჰყვა, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს.
თავად სტატიის ავტორის თამუნა უჩიძის განცხადებით კი, მასთან რამდენჯერმე განხორციელებული კომუნიკაცია და “რჩევები”, შეეცვალა ინფორმაციის საწყისი ვერსია პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, მუქარის შემცველი იყო (“თუ მაგალითად დაგაკავებენ შეიძლება შენმა მეგობრებმა, ახლობლემბა, კოლეგებმა ერთი თვე ან თვენახევარი გამართონ აქციები შენს მხარდასაჭერად, მაგრამ შენ საბოლოოდ ცხოვრებას დაგიმახინჯებენ”).
დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიას საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია აკისრია, რაც პირველ რიგში, თავისუფლებისა და თვითმმართველობისთვის აუცილებელი ინფორმაციით მოქალაქეების უზრუნველყოფას გულისხმობს. იმისათვის, რომ მედიამ თავისუფლად და შეუზღუდავად განახორციელოს ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებლის ფუნქცია, ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამდენად,

მოვუწოდებთსაქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპეციამ, თავის მხრივ, მოიკვლიოს როგორც მუქარის შემთხვევა, ასევე შეისწავლოს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ფაქტი;
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის აღკვეთა და პრევენცია, რაც საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება,” – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s