ქუთაისელი „ნაციონალი“ თეატრების დაფინანსებაზე – ტრადიცია გრძელდება

ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განმარტებით, ქუთაისში არსებული თეატრების დაფინანსებაზე პასუხისმგებლობა შესაბამისმა სამინისტრომ უნდა აიღოს. „ნაციონალები“ თვლიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ და ვერ ერევა თეატრებში ვინმეს დანიშვნა-არდანიშვნის საკითხებში.
10013702_858775927498422_7255290033627447359_n

„ჩვენს დროსაც ასე იყო, მაგრამ ამაზე სულ გვქონდა კამათი კულტურის სამინისტროსთან. შემდეგ ითქვა, რომ 2012 წელს მაინც გადაწყდება ეს საკითხი. თუმცა, ტრადიცია გრძელდება“, – განმარტა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ამირან ძოწენიძემ დღეს ფრაქციის სხდომაზე.
მისი თქმით, უმჯობესია ის თანხა, რომელიც თეატრების დაფინანსებაში მიდის, სხვა რამეს მოხმარდეს, ან თვითმმართველობას გადაეცეს ის უფლება, რაც შესაბამის სამინისტროს აქვს.
„ნაციონაალი“ დეპუტატის საპასუხოდ ფრაქციის სხდომაზე მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის მერი მოლაპარაკებას აწარმოებს კულტურის სამინისტროსთან.
„თუმცა, არა მგონია ეს საკითხი მომავალი წლისთვის გადაწყდეს“, – განაცხადა კულტურის სამსახურის უფროსმა.
ამ დროისთვის, ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თეატრების დაფინანსებაზე 2 მლნ ლარია განსაზღვრული.

თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s