ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს “ნაციონალები” მხარს არ უჭერენ

ქუთაისის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს ქუთაისელი „ნაციონალები“ მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ დღეს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძარობის“ სხდომზე „ნაციონალმა“ დეპუტატებმა განაცხადეს.
news_11630

მომავლი წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ „ნაციონალებს“ ფრაქციის სხდომაზე კითხვები ჰქონდათ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
„ეს არ არის რეალურად ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა. ერთ თვეში თვითონაც მიხვდებიან, რომ ცვლილება აუცილებლად უნდა შეიტანონ, რადგან ბიუჯეტის შესრულება შეძლონ. ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ. არ ვიცით რა პოზიცია ექნება საკრებულოში მყოფ სხვა ოპოზიციურ ძალებს,”- განმარტა „ნაციონალმა“ ბესიკ ბრეგაძემ.
„ნაციონალები“ ადგილობრივ ხელისუფლებას მომვალი წლის ბიუჯეტის პროექტში როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილს უწუნებენ.
„გაზრდილ პარამეტრზე გვეუბენიან, რატომ არის გაზრდილი, ხოლო შემცირებულზე რატომ არის შემცირებული. ზოგადად, რადგანაც “ნაციონალები” აქტიურები არიან, ესეც კარგია“, – განმარტა ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ავალიანმა.
ქალაქის მერიამ საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში უკვე შეიტანა, რომლის მოცულობა გათანაბრებითი ტრანსფერის გამოკლებით 47 მლნ 755 400 ლარია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s