განათლების მინისტრი ქუთაისში – სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ საზღვარგარეთ მიიღონ განათლება

საქართველოს განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენსტებს პროექტის “სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020” შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამის მიზანია, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელება.
3

თამარ სანიკიძის განმარტებით, აღნიშნულ პროექტში მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა, რდაგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ საზღვარგარეთ მიიღონ განათლება.
“პროექტს სან დიეგოს უნივერსიტეტი და საქართველოს სამი სახელმწიფო უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმი ახორციელებს. კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებას და დიპლომს საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში უნივერსიტეტებმა დაინახონ თავიანთი როლი ამ პროექტში, რომლის ბიუჯეტიც 30 მილიონი ამერიკული დოლარია,”- განმარტა სტუდენტებთან შეხვედარზე თამარ სანიკიძემ.
სტუდენტებს მინიტრის გარდა, “ათასწლეულების გამოწვევის ფონდი – საქართველოს” დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ-ს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდის დირექტორი კენ უოლშიც შეხვდა.
პროგრამა საქართველოს 3 უნივერსიტეტში (ილიას, ტექნიკურ და ივანე ჯავახიშვილის )უკვე ხორციელდება.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერესიტეტი საქართველოში 2014-2015 სასწავლო წლის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს განახორცილებს.
აღნიშნული პროგრამა საქართველოსა და აშშ შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათწლეულების გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში ხორცილედება.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s