ქუთაისელი “ნაციონალი” – 2015 წლის ბიუჯეტი არ არის ქალაქის განვითარებისთვის ორიენტირებული

ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
news_11630

2015 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების კრიტიკის საგანი გახდა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, ისინი 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან პროექტი ზეპირად, ყოველგვარი გაანგარიშების გარეშეა შედგენილი.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო ბრეგაძე ამბობს, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კაპიტალური ხარჯებისთვის მხოლოდ 1,5% განსაზღვული, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯები საერთოდ არ არის ჩადებული.
“კაპიტალურ ხარჯებში ბიუჯეტში არაფერი არ დევს. ვართ მოლოდინის რეჯიმში, ცენტრალური ხელისუფლება თუ რაიმეს გადმოგვიგდებს იმის მიხედვით გზების რეაბილიტაცია და ყველა კონკრეტული პროექტი უნდა განხორციელდეს, მაგრამ ჯერ არავინ არ იცის რას მოგვცემს და ჯერ არავინ არ იცის რომელი ქუჩა უნდა გაკეთდეს. ამიტომ, ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან ეს არ არის ქალაქის განვითარებისთვის ორიენტირებული ბიუჯეტი,”- ამბობს ბრეგაძე.
ქუთაისის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის თქმით, ქალაქის კეთილმოწყობის და სხვადასხვა კაპიტალური სამუშაოებისთვის ჯამში 2015 წლის ბიუჯეტში წარდგენილია 13 მილიონი ლარის დაფინანსება.
“13 მილიონი ლარი ნამდვილად იხარჯება ქალაქის დასუფთავების, კეთილმოწყობისა და ინფრასტურქტურისთვის, აქედან დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე მოხმარდება სხვადასხვა კაპიტალურ სამუშაოებს. ასე, რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი თითქოს 2015 წლის ბიუჯეტში კეთილმოწყობის თანხები გათვალისწინებული არ არის,”- ამბობს ქუთაისი ვიცე-მერი, კოტე ქავთარაძე.
ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ჯამში 47 მილიონ 757 000 ლარით არის განსაზღვრული.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტს 19 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s