“თვითმმართველობა უფრო ჰუმანური უნდა იყოს უპატრონო ძაღლების მიმართ, ვიდრე ახალა არის. თუმცა, ბოლო სამი წელია მივაღწიეთ იმას, რომ ძაღლებს არ კლავენ და უვლიან. მაგრამ ჩანს, რომ ეს არ არის საკმარისი”, – განმარტა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ამირან ძოწენიძე, ადგილობივ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
ძოწენიძის განმარტებით, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. მისი თქმით, ის პრაქტიკა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არის, ჯერ ვერ იქნება მიღწეული. თუმცა, მეტი ჰუმანურობაა საჭირო.
ძოწენიძემ განმარტა, რომ უამეთვალყურეო ცხოველების იზოლაციის ნაცვალად მათი მოვლა და გაშვილება უნდა ხდებოდეს.
“აცრები უნდა გაუკეთონ და ისევ უნდა გაუშვან ან აშვილებდნენ კიდეც, მაგრამ ამას ბევრი მუშაობა სჭირდება”, – აღნიშნა ძოწენიძემ.
ქუთაისში უმეთველყურეოდ დარჩენილი ძაღლების რიცხმა იმატა.უმეთვალყურეო ცხოველების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ ინდმეწარმეს “პაატა ბოკუჩავას” მერიასთან დადებული ხელშეკრულება დაახლოებით თვე ნახევრის წინ დაუმთავრდა. მერიამ შემსრულებელთან ხელშეკრულება ერთი კვირის წინ განაახლა. “პაატა ბოკუჩავას” უმეთვალყურეო ცხოველების მოვლა-პატრონობაზე პასუხიმგებლობა წლის ბოლომდე აქვს.
თეკლე მორგოშია