ქუთაისის მერიამ სატელეფონო მომსახურებისთვის 18 554 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

ქუთაისის მერიამ საკრებულოსა და მერიისათვის საზოგადოებრივი სატელეფონო მომსახურებისათვის 18 554 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ერთეტაპიანი გამარტივებული ტენდერი 17 დეკემბერს გამოცხადდა.
https   tenders.procurement.gov.ge public lib files.php mode=app file=988603 code=1418838842 (1)

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნვეყოს 130 სატელეფონო ნომრის 24 საათიანი მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ასევე: „შემსყიდველი“-ს სატელეფონო ნომრების შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში მისი პორტირება საკუთარ ქსელში; ორმხრივი სატელეფონო კავშირი საქართველოში არსებულ ყველა სხვა ფიქსირებული ქსელის ოპერატორთან; “შემსყიდველისთვის” საქალაქთაშორისო, საერთაშორისო და მობილურ ტელეფონებზე განსახორციელებელი საუბრების უზრუნველყოფის მიზნით მომსახურების გაწევა; „შემსყიდველი“-ს მოთხოვნის შესაბამისად სატელეფონო ნომრების ლიმიტირება საჭიროებისამებრ და ამ ლიმიტების კონტროლი (როგორც ყველა, ასევე კონკრეტული ნომრისათვის)”.
სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სატელეფონო მომსახურების დაფინანსების წყაროა 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებები.
გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 23 დეკემბერს სრულდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s