დღეს ქუთაისის საკრებულო 2015 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

დღეს, ქუთაისის საკრებულო ქალაქის 2015 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დაამტკიცებს.
ქუთაისის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობა გათანაბრებითი ტრანსფერის გამოკლებით 47 მლნ 755 400 ლარით არის განსაზღვრული.
sakrebulo1

ამ დროისთვის ცნობილია, რომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან მათი თქმით, პროექტი ზეპირად, ყოველგვარი გაანგარიშების გარეშეა შედგენილი.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო ბრეგაძე ამბობს, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კაპიტალური ხარჯებისთვის მხოლოდ 1,5% განსაზღვული, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯები საერთოდ არ არის ჩადებული.
ქუთაისის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის თქმით, ქალაქის კეთილმოწყობის და სხვადასხვა კაპიტალური სამუშაოებისთვის ჯამში 2015 წლის ბიუჯეტში წარდგენილია 13 მილიონი ლარის დაფინანსება.
“13 მილიონი ლარი ნამდვილად იხარჯება ქალაქის დასუფთავების, კეთილმოწყობისა და ინფრასტურქტურისთვის, აქედან დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე მოხმარდება სხვადასხვა კაპიტალურ სამუშაოებს. ასე, რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი თითქოს 2015 წლის ბიუჯეტში კეთილმოწყობის თანხები გათვალისწინებული არ არის,”- ამბობს ქუთაისი ვიცე-მერი, კოტე ქავთარაძე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s