ქუთაისელი “ნაციონალი” 2015 წლის ბიუჯეტზე – მერმა სადღეგრძელო წარმოგვიდგინა და არა ბარკალი

ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატებს შორის დაპირისპირება ბიუჯეტის პროექტში ჩადებულმა სხვადასხვა პროექტებმა გამოიწვია.
sakrebulko 1

“ბატონმა შოთამ დღეს სადღეგრძელო და დიაგრამები წარმოგვიდგინადა და არა ბარკალი. საინეტერესოა, რამდენად შეასრულებს ქალაქის მერია ამ ბიუჯეტს. იმედია ისე არა, როგორც ქუთაისში რუსთაველის ხიდის მშენებლობას”, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალმა” წევრმა, გია უკლებამ.
უკლებას აღნიშნულ შეფასებას თავად ქალაქის მერი, შოთა მურღულია გამოეხმაურა.
“რა არის აქ გაუგებარი? რუსთავლის ხიდი შემსრულებელმა კომპანიამ მიატოვა. ასეთი რამე თქვენს დროს არ მომხადარა თუ რა არის, ვერ გავიგე. უმჯობესია კარგ საქმეში მიიღოთ ჩვენთან ერთად მონაწილეობა”, – განუმარტა საკრებულოს “ნაციონალ” დეპუტატებს ქალაქის პირველმა პირმა.
“ჩვენ არ გვინდა ზიზღი დავთესოთ. ასეთი ტონით საუბარი არ გვინდა. ყველაფერ ცუდში წინა ხელისუფელბას ნუ მიბაძავთ, რომლის წევრი მეც ვიყავი. ჩემს დროსაც ბარეორს აუვარდა თავში”, – ამ რეპლიკით საკრებულოს სხდომაზე უმცირესობა-უმრავლესობას შორის არსებული დაპირისპირების დარეგულირებას შეეცადა “ნაციონალი” დავით გოგისვანიძე.
მისი თქმით, ქალაქის მომავლი წლის ბიუჯეტში კარგი პროექტებიც არის ჩადებული. თუმცა, მისივე თქმით, მეტად მნიშვნელოვანი მისი განხორციელებაა.
“ეს ბიუჯეტი არის მიღწევა, რომლის განხორციელებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალ წელს იმუშავებს” – ასე შეაფასა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დღეს დაამტკიცა.
2015 წლის ბიუჯეტი 47 მლნ 555 400 ლარით განისაზღვრა, რომელიც 2014 წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით 3 მლნ 850 000 ლარით მეტია.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s