“ეს ბიუჯეტი არის მიღწევა, რომლის განხორციელებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალ წელს იმუშავებს.
ჩვენ მივიღეთ ბიუჯეტი, რომლის მესამედი წინა ხელისფლებას არ გაუკეთებია”, – ასეა შეაფასა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დღეს დაამტკიცა.
ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამები ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს ქალაქის მერმა საკრებულოს რიგგარშე სხდომაზე სლაიდებით წარუდგინა.
2015 წლის ბიუჯეტი 47 მლნ 555 400 ლარით განისაზღვრა, რომელიც 2014 წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით 3 მლნ 850 000 ლარით მეტია.
თეკლე მორგოშია