ქუთაისის ოპერის თეატრი საიუბილეო კვირეულის სამზადისშია

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საიუბილეო კვირეულს გახსნის, რომელიც 27 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კვირეულით ოპერის თეატრი დაარსებიდან 45 წლის იუბილეს აღნიშნავს.
10013702_858775927498422_7255290033627447359_n

როგორც ოპერის თეატრში აცხადებენ, საიუბილეო კვირეულისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. დაიბეჭდა და გამოიკრა ბანერები. დამზადდა აფიშები და მოსაწვევი ბარათები საპატიო სტუმრებისათვის. თეატრში, ასევე, მიმდინარეობს რეპეტიციები.
10389484_902979266392615_9060784794048364784_n 10468089_899015553455653_6602690224045848084_n
„23-27 დეკემბერი ქუთაისის ოპერის თეატრის საიუბილეო კვირეული ნამდვილად იქნება დასამახსოვრებელი ზეიმი არამარტო ქუთაისის, არამედ სრულიად საქართველოს საოპრო ხელოვნების მოყვარულთათვის.,“ – აცხადებენ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.
ოპერის თეატრი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, 23 დეკემბერს ქუთაისელი საზოგადოება გაიხსენებს ოპერის თეატრის ერთ-ერთ დამაარსებელს და უდიდეს დირიჟორს თეიმურაზ კობახიძეს. მოეწყობა წიგნის პრეზენტაცია და ჩატარდება გალა კონცერტი მიძღვნილი თ. კობახიზის 90 წლის იუბილესადმი.
24 დეკემბერს გაიმართება გალა კონცერტი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტებისა და ორკესტრის მონაწილეობით (დირჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი)
26 დეკემბერს მოხდება ღვაწლმოსილი არტისტების, გიორგი ლომთაძისა და ანატოლი ჭურღულიას ვარსკვლავების გახსნა. „ რაც იმის დადასტურებაა, რომ შემოქმედებითი სიბერე არ არსებიბს. მადლობა ყველას, ვინც ამ ადამიანების ქართული საოპრო ხელოვნების დიდ ვარსკვლავეთში ჩაწერას შეუწყო ხელი,“ – აცხადებენ ოპერის თეატრში.
27 დეკემბერს საიუბილეო კვირეულის დახურვის დღეს, წარმოდგენილი იქნება რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“. კანიოს პარტიას ასრულებს თეატრის ახალგაზრდა სოლისტი გიორგი სტურუა. დირიჟორი თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი.
„ქუთაისის ოპერის თეატრმა არსებობის 45 წლიანი საპატიო ტვირთი კეთილსინდისიერად ზიდა. გასავლელი კიდევ მრავალი ათეული და ასეული წელია,“ – აცხადებენ ოპერის თეატრში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s