ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტით სოციალური საკითხები პრიორიტეტულია – რას აფინანსებს მერია?

ქუთაისის მერია მომავლი წლიდან ახალი საბიუჯეტი პროექტის განხორცილებას გეგმავს. “შინ მოვლის პროგრამა” – ასეთი სახელწოდებითაა ბიუჯეტში პროექტი, რომელიც ქალაქში რეგისტრირებულ იმ პირებთა მომსახურებას ითვალისწინებს, რომლებიც საწოლს არიან მიჟაჭვულნი.
sakrebulko 1

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარი ადგილზე მიიღებს სამედიცინი და ფსიქო-სოციალურ მომსახურებას. პროგრამის ბიუჯეტი 121 000 ლარს შეადგენს.
ასევე, 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 250 000 ლარით არის დაფინანსებული, სამედიცინო დახმარება – 380 000 ლარით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებეში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა – 20 000 ლარით, განსაკუთრებით საჭიროების მქონე პირთა თანადგომის პროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარს შეადგენს, ხოლო მადლიერების სახლისთვის განკუთვნილი დაფინანსება 590 000 ლარს.
“ვიცი, რომ ქალაქის განვითარებისთვის უკეთესია ეკონომიკური კუთხით ჩაიდოს მეტი თანხა. თუმცა, არსებული სოცილაური ფონი სხვაგვარად ამის საშუალებას არ გვაძლევდა. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი ქალაქში არსებული სოციალური ფონის ასამაღლებლად”, – განმარტა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც 2015 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s