ქუთაისის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლეობით ამ წუთებში დაამტკიცა. 2015 წლის ბიუჯეტი 47 მლნ 555 400 ლარით განისაზღვრა, რომელიც 2014 წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით 3 მლნ 850 000 ლარით მეტია.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო სამმა დეპუტატმა (“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა), ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
სოციალური საკითხები, განათლება, ადმინისტრაციული საქმიანობის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტრული პროექტები – ასეა განსაზღვრული მომავლი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები.
ბიუჯეტში გათვალისწინებული აღნიშნული პროგრამები ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს ქალაქის მერმა საკრებულოს რიგგარშე სხდომაზე სლაიდებით წარუდგინა.
თეკლე მორგოშია