საქართველოში რელიგიური უმცირესობების მიმართ სრული გულგრილობა არსებობს – დისკუსია „პრაქსისში“

ეკლესია და სოციალური პასუხისმგებლობა – გახლდათ მორიგი თემა, რომელზეც დისკუსია პროექტი “პრაქსისის” ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული თემის გარშემო ისუბრა და კითხვებს უპასუხა დასავლეთ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ვიკარმა, პადრე გაბრიელ ბრაგანტინიმ.
გაბრიელ ბრაგანტინიმ მოკლედ მიმოიხილა კათოლიკური მისიის მუშაობის ოცწლიანი პერიოდი, სირთულეები და ცვლილებები, რომელიც კათოლიკე ეკლესიამ ქუთაისში განიცადა.
11028_304835163045579_169888787651828619_n

„პროზელიტიზმს არ ვეწევით. არ ჩამოვსულვართ იმიტომ რომ ვინმეს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი რწმენა უკეთესია. კათოლიკე მრევლს ქუთაისში 43 წლის მანძილზე არ ყავდათ მწყემსი და ეს დანაკლისი უნდა შევსებულიყო,“- აღნიშნა გაბრიელ ბრაგანტინიმ.
პადრე გაბრიელის თქმით ქუთაისში კათოლიკური ორგანიზაცია „კარიტასის“ ფარგლებში რამოდენიმე სოციალური პროექტი მუშაობს. ეხმარებიან როგორც სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ასევე ბავშვებს.
პადრემ ისაუბრა კათოლიკე ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ აბორტის, ლგბტ თემის მიმართ, გამოეხმაურა 17 მაისის მოვლენებს და აღნიშნა, რომ „ადამიანი არის ყველაზე მთავარი ღირებულება,მიუხედავად რასისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა და აგრესია დაუშვებელია“, – განმარტა გაბრიელ ბრაგანტინიმ.
პადრე გაბრიელმა მიუთითა იმ პრობლემებზეც, რომელიც ტოლერანტობის კუთხით არსებობს საქართველოში.
„როდესაც ჩამოვედი ქუთაისში 20 წლის წინ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა.ახლა გაცილებით უარესი მდგომარეობაა ტოლერანტობის თვალსაზრისით. არსებობს სრული გულგრილობა რელიგიური უმცირესობების მიმართ“, – აღნიშნა ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის ხელმძღვანელმა.
დისკუსიას მოდერაციას პრაქსისის წარმომადგენელი მწერალი ტარიელ დათიაშვილი უწევდა.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s