ქუთაისის მერიამ ინტერნეტ მომსახურების ჩავარდნილი ტენდერი თავიდან გამოაცხადა

ქუთაისის მერიის მიერ ინტერნეტ მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. მერიამ 30 000 ლარად შეფასებული ტენდერი მიმდინარე წლის 10 დეკემბერს გამოაცხადა, რის გამოც თვითმმართველობამ აღნიშნული სამუშაოების შესასყიდად, ერთის სანაცვლოდ, ორი ტენდერი თავიდან გამოაცხადა. ტენდერი იმ მიზეზით ჩავარდა, რომ სამუშაოებით არც ერთი შემსრულებელი კომპანია დაინტერესდა.
lok

პირველად გამოცდახებული ტენდერით მიმწოდებელს მერიისა და საკრებულოსთვის, ასევე მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის და თორმეტივე მუნიციპალიტეტისთვის ოპტიკურ-ბიჭკოვანი ინტერნეტით მიწოდება უნდა განეხორციელებინა.
ჩავარდნილი ტენდერი გათვითმმართველობის გადაწყვეტილებით ორად გაიყო, რომელთა ღირებულება 25 000 და 5 000 ლარს შეადგენს. ორივე მათგანი 19 დეკემბერს გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 25 000 ლარად შეფასებულ ტენდერში გამარჯვებულმა მერიისა და საკრებულოს ინტერნეტ მომსახურება უნდა გაწიოს, ხოლო 5 000 ლარიანი ტენდერით მიმწოდებელმა მხოლოდ მერიის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრისთვის ინტერნეტ მომსახურება უნდა გაწიოს.
ორივე ტენდერის პირობით გათვალისწინებულია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s