ქუთაისელის სათქმელი 1 წუთში (ვიდეო) – ცირა ყურაშვილი

“ქუთაისიპოსტი”-ს ახალი რუბრიკა – “ქუთაისელის სათქმელი 1 წუთში”.
ქუთაისელთა სათქმელს ვიდეოკომენტარის სახით კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შემოგთავაზებთ.
მოქალაქეები ამბობენ იმას, რაც მათი სათქმელი არის კონკრეტულ მომენტში, კომენტარის ჩაწერის დროს, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე.
რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს საკუთარი აზრის, საკუთარი სათქმელის დაფიქსირების შესაძლებლობა.
ღიად გამოხატე შენი აზრი “ქუთაისიპოსტის” ახალ რუბრიკაში – “ქუთაისელის სათქმელი 1 წუთში”.
რუბრიკის მორიგი სტუმარია მწერალი ცირა ყურაშვილი:
Continue reading

ქუთაისის ოპერის თეატრში საიუბილეო კვირეული გაიხსნა

ქუთაისის ოპერის თეატრში საიუბილეო კვირეულის პირველი დღე ოპერის თეატრის ერთ-ერთ დამაარსებელისა და დირიჟორის თეიმურაზ კობახიძის ხსოვნას მიეძღვნა. დირიჟორის დაბადებიდან 90-ე წლის იუბილე გალა კონცერტით აღინიშნასადაც ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდმა, ორკესტრმა და სოლისტებმა ფალიაშვილის, ვერდის, ორფის, მასკანის, ლაღიძის ოპერებიდან არიები შეასრულეს (დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე) ასევე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია თეიმურაზ კობახიძის ქალიშვილის, მუსიკოს მედეა კობახიძის, ავტორობით. საიუბილეო კვირეულის პირველ კონცერტს საოპერო შემსრულებელი მედეა ამირანაშვილი სტუმრობდა.
10468089_899015553455653_6602690224045848084_n
Continue reading

24 დეკემბერს მესხიშვილის თეატრში „რომეო და ჯულიეტა“ გაიმართება

24 დეკემბერს მესხიშვილის თეატრის სცენა უილიამ შექასპირის „რომეო და ჯულიეტას“ დაეთმობა. ერთმოქმედებიანი მიმოდრამის დადგმა რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია – კახაbერ შარტავას, სცენოგრაფია – იოანე ხუციშვილს, კოსტიუმების მხატვრობა – თეო კუხიანიძეს.
10859459_769377059776456_658543137_n
Continue reading

„ფალოსის კულტი“, რომელიც ხაშურში ეკლესიაზეა განთავსებული (ფოტო)

წრომის ეკლესიაზე, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, წარმართული სიმბოლიკა არის განთავსებული. ადგილობრივების თქმით, ეს სიმბოლო ფალოსის კულტია, რომელიც ქრისტიანობამდელ პერიოდში ნაყოფიერების ღვთაებას წარმოადგენდა. აღნიშნული ინფორმაცია, ფოტომასალასთან ერთად “ქუთაისიპოსტს” მკითხველმა მოაწოდა.
wromi2-2
Continue reading

ქუთაისის მერიის წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ანგარიშის წარდგენას აპირებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წარმომადგენლები, ქუთაისის მერიაში მიმდინარე გაუმჭვირვალე პროცესებზე საუბრობენ. როგორც ორგანიზაციის წევრები ირწმუნებიან, ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ მერიის თანამშრომლები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არაერთხელ გამოიყენა.
აღნიშნული მიზეზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ანგარიშის წარდგენას აპირებს.
Continue reading

ქუთაისის მერიის წინ 2015 წლის ბიუჯეტი დაწვეს

„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტი მერიის შენობის წინ დემონსტრაციულად დაწვა. gogi
Continue reading