„ფალოსის კულტი“, რომელიც ხაშურში ეკლესიაზეა განთავსებული (ფოტო)

წრომის ეკლესიაზე, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, წარმართული სიმბოლიკა არის განთავსებული. ადგილობრივების თქმით, ეს სიმბოლო ფალოსის კულტია, რომელიც ქრისტიანობამდელ პერიოდში ნაყოფიერების ღვთაებას წარმოადგენდა. აღნიშნული ინფორმაცია, ფოტომასალასთან ერთად “ქუთაისიპოსტს” მკითხველმა მოაწოდა.
wromi2-2

მისი თქმით, ადგილობრივები აღნიშნულის შესახებ პირად საუბარში ყვებიან, თუმცა ინფორმაციას იფიციალურად არ ახმაურებენ. სამაგიეროდ დღემდე არსებობს რწმენა, რომ ამ ადგილის მოლოცვით უშვილო ოჯახებს შვილი ეყოლებათ. „ალბათ ამიტომ დატოვეს ეს სიმბოლო ეკლესიაზე, რადგან ხალხს ჯეროდა რომ იგი მათ უშვილობას უშველიდა“, – მიუთითებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები პირად საუბარში.
wromi3-3 wromi1-1
იგივეზე მიუთითებს ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე არსებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად: „წარმართობის ხანაში სოფელ წრომში აგებული ყოფილა ”ფალოსის კულტი”, სადაც უშვილო დედები მიდიოდნენ შესაწირავით და თხოვდნენ ”ფალოსის კულტს”, რომ მათთვის მიეცა შვილი. ეს ფალოსი იყო ნაყოფიერების ღმერთი. დღეს მის ადგილას აგებულია წრომის ტაძარი“.
წრომის ეკლესია – ადრეული შუა საუკუნეების ტაძარი, მდებარეობს რკინიგზის სადგურ გომიდან 3 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის შუაგულში. აგებულია 626-635 წლებში ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s