ქუთაისის მერიის წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ანგარიშის წარდგენას აპირებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წარმომადგენლები, ქუთაისის მერიაში მიმდინარე გაუმჭვირვალე პროცესებზე საუბრობენ. როგორც ორგანიზაციის წევრები ირწმუნებიან, ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ მერიის თანამშრომლები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არაერთხელ გამოიყენა.
აღნიშნული მიზეზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ანგარიშის წარდგენას აპირებს.

10731189_1524432874440458_1421707202528495820_n
“უნიკალური დემოკრატია, რომელიც დაანონსებული იყო ქუთაისში, არ არსებობს, მკვდრადშობილია. რადგან ქალაქ ქუთაისის მერი უკვე მერამდენედ აკეთებს იმას, როცა თავის პოლიტიკურ ამბიციბს ახმარს ადგილობრივ ბიუჯეტს და ყველა იმ ბენეფიტს, რაც აქვს ზოგადად თვითმართველობას. სწორედ ამ მიზნით ვაპირებთ წლიური ანგარიში გავაკეთოთ და ქუთაისის თვითმმართველობაში არსებული გაუმჭვირვალე პროცესები გავაცნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს,”-ამბობს “ევროპა ჩვენი სახლია”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.
როგორც მარჯანიშვილი განმარტავს, ადგილობრივ თვითმმართველობაში გაუმჭვირვალობის ერთ-ერთი მაგალითი ის ფაქტია, როდესაც მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნაზე ქუთაისის მერიაში დასაქმებული 400-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა.
“პოლიტიკური დავალება იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხალხის ჩაყვანა და ტაშის დაკვრა, სწორედ ამ მიზნით წაიყვანეს სამუშაო დღეს ქუთაისის მერიიდან თანამშრომლები. ისინი არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, სამაგიერდოდ, ასრულებდნენ მათი პოლიტიკური ლიდერშიფის, შოთა მურღულიას დავალებას,”-ამბობს ბარათაშვილი.
ბარათაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუთაისის მერიას აღნიშნული ფაქტზე პასუხის მისაღებდ წერილობით მიმართა, რათა განემარტათ, თუ რატომ იმყოფებოდა ქუთაისის მერიის თანამშრომლები სამუშაო საათებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განმარტებით, აღნიშნულ კითხვებზე საპასუხოდ მათ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას ხელმოწერით ზოგადი შინაარსის წერილი მიიღეს, სადაც განმარტებული იყო, რომ მერიის თანამშრომლები 2014 წლის 19 ნოემბერს, ისევე როგორც სხვა დროს, თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
ქუთაისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წარმომადგენლების მიერ დღეს გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s