„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტი მერიის შენობის წინ დემონსტრაციულად დაწვა.
წულაიას პროტესტი ქუთაისის 2015 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში არსებულმა პრიორიტეტებმა გამოიწვია.
„ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ქალაქის განვითარების გეგმა. აქ თერთი არ არის განსზღვრული მცირე საწარმოების გახსნისთვის. ეს ქალაქი განწირულია დაფერფლისთვის. რადგან, ძალიან მალე მოგვენატრება გამარჯობის მთქმელი კაცი ქუთაისში“, – განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისის საკანონმდებლო ორგანომ მომავალი წლის ბიუჯეტი გასულ კვირას დაამტკიცა. მისი მოცულობა 47 მლნ 555 400 ლარით განისაზღვრა.
თეკლე მორგოშია