ქუთაისის ოპერის თეატრში საიუბილეო კვირეული გაიხსნა

ქუთაისის ოპერის თეატრში საიუბილეო კვირეულის პირველი დღე ოპერის თეატრის ერთ-ერთ დამაარსებელისა და დირიჟორის თეიმურაზ კობახიძის ხსოვნას მიეძღვნა. დირიჟორის დაბადებიდან 90-ე წლის იუბილე გალა კონცერტით აღინიშნასადაც ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდმა, ორკესტრმა და სოლისტებმა ფალიაშვილის, ვერდის, ორფის, მასკანის, ლაღიძის ოპერებიდან არიები შეასრულეს (დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე) ასევე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია თეიმურაზ კობახიძის ქალიშვილის, მუსიკოს მედეა კობახიძის, ავტორობით. საიუბილეო კვირეულის პირველ კონცერტს საოპერო შემსრულებელი მედეა ამირანაშვილი სტუმრობდა.
10468089_899015553455653_6602690224045848084_n

ხვალ, საიუბილეო კვირეულის მეორე დღეს (24 დეკემბერს) გალა კონცერტი გაიმართება თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტებისა და ორკესტრის მონაწილეობით (დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი)
26 დეკემბერს მოხდება ღვაწლმოსილი არტისტების, გიორგი ლომთაძისა და ანატოლი ჭურღულიას ვარსკვლავების გახსნა.
27 დეკემბერს საიუბილეო კვირეულის დახურვის დღეს, წარმოდგენილი იქნება რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“. კანიოს პარტიას ასრულებს თეატრის ახალგაზრდა სოლისტი გიორგი სტურუა. დირიჟორი თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი.
ქუთაისის ოპერის თეატრი დაარსებიდან 45-ე წლის იუბილეს აღნიშნავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s