ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში ქალაქის მერის გამო

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები დღეს გამართულ რიგგარეშე სხდამაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპურისპირდნენ. „ნაციონალი“ ამირან ძოწენიძისა და „მეოცნებე“ ვიქტორ დოლიძის დაპირსპირების მიზეზი ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტოპრედო“ გახდა.
sakrebulko 1

„შოთა მურღულიას კაბინეტში მზადდებოდა ის პროცესები, რომელიც უკავშირდებოდა მატჩებზე შევარდნებსა და თამაში ჩაშლებს. ამის შემდეგ კი ცხადია „ტორპედო“ ვერ განვითარებოდა“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ამირან ძოწენიძემ. სწორედ ქალაქის პირველი პირის, შოთა მურღულიას დაცვის მიზნით ძოწენიძეს უმრავლეობის წევრი ვიქტორ დოლიძე დაუპირისპირდა.
„როგორ ბედავთ ასეთ ბრალდებას ქალაქის პირველი პირის მიმართ. მე გაჩვენებთ თქვენ როგორ უნდა ბრალდება“, – დოლიძის ამ რეპლიკის შემდეგ დეპუტატები ერთმანეთის საცემად გაემართნენ. თუმცა, სხვა დეპუტატების დახმარებით მათი გაშველება მოხდა.
საკრებულოს უმციროესობის წარმომადგენლების განმარტებით, კლუბის ყოფილი მფლობელი “ვისოლი” იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი და საფეხბურთო კლუბი.
„რადგან არანაირად არ ვითარდება ქალაქი. ის რომ ბიზნესს ეშველა, ეს მხოლოდ სადღეგრძელოებში თქვით“, – განაცხადა საკრებულოს „ნაციონლმა“ დეპუტატმა გია უკლებამ.
„ ვისოლს ეშეველა. რადგან მას საკუთარი ნების სააწინააღმდეგოდ დააკისრეს თავის დროზე „ტორპედოზე“ პასუხიმგებლობა“, – განმარტა საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ყანჩელმა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s