ქუთაისის ვიცე-მერი – მერია მუშაობს “ტოპრედოსთვის” სპონსორის მოძიებაზე

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” 100 000 ლარი გამოეყო.
ქუთაისის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის განმარტებით, აღნიშნული თანხა საფეხბურთო კლუბს ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაერიცხა.
17

“იმის გამო ვისოლმა შეწყვიტა ხელლშეკრულება, ამიტომ მას ჯარიმის სახით 500 000 დოლარის გადახდა დევალა. რომლის ნაწილი, “ვისოლმა” უკვე გადაიხადა. სწორედ ეს არის ის თანხა, რომელიც ამ დროისთვის კლუბს გადაერიცხა”, – განმარტა საკრებულოს სხდომაზე ქავთარაძემ.
მისი თქმით, ქალაქის თვითმმართველობა მუშაობს იმაზე რომ “ტორპედოს” სპონსორი მოუძებნოს. თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ სპონსორის გარეშეც კლუბს ქალაქის ხელმძღვანელობა არ მიატოვებს.
საკრებულოს უმცირესობის წევრების განმარატებით, ქალაქის ბიუჯეტიდან რთული იქნება აღნიშნული საფეხბურთო კლუბის დაფინანსება.
“ტოპრედოს” დაფინანსების გამო ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები დღეს გამართულ რიგგარეშე სხდამაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s