ახალი წელს ქუთაისელებს თორნიკე ყიფიანი, ნუკრი კაპანაძე, ინდირა ჯგერენაია და სხვა შემსრულებლები მიულოცავენ

ახალ 2015 წელს ქუთაისი მერია ღონისძიებათა სერიას სთავაზობს მოსახლეობას.
საახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბერს დაიწყება და 4 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ტრადიციულ მილოცვებს დაემატება საზეიმო ივენთი “საახალწლო ქალაქიდან”, რომელიც პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და ლამპიონებით განათდება.
axali weli

“საახალწლო ქალაქში” ბავშვებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სააახალწლო გოზინაყი. აღნიშნულ ქალაქშივე მოეწყობა ხელთნაკეთი საახალწლო აქსესუარებისა და მისალოცი ბარათების გამოფენა. საახალწლო ღონისძიებებში ჩაერთვებიან შავფაროსნები, ნიღბების, ბერიკების თეატრის მსახიობები. 31 დეკემბრის საღამოს კი დაასრულებს ტრადიციული კონცერტი, სადაც „ტარდიციული“ თუ „არატრადიციული“ შემსრულებლები თბილისიდან და ქუთაისიდან სხვადასხვა კომპოზიციებს შეასრულებენ. გალა კონცერტში, რომელიც 21 საათზე დაიწყება მონაწილეობენ თორნიკე ყიფიანი ბენდით, ნუკრი კაპანაძე, ლადო ჯანელიძე, პანჩო, კახა კუხიანიძე, მარიამ კახელიშვილი, მიშა სულუხია, ჯგუფები “სეიშენი“, “განგაში“, “რევანში”
“ქართული ეფექტი” და ინდირა ჯგერენაია.
1 იანვარს ქალაქის ტერიტორიაზე ტრადიციულ საახალწლო მსვლელობებს და კონცერტს დაემატება ცირკი “შაპიტოს” საახალწლო წარმოდგენა ღია ცის ქვეშ ქალაქის ცენტრალურ უბანში, საახალწლო კონცერტი ცენტრალურ მოედანზე ჯგუფ “LOST IN MUSIC “ლიზი შავგულიძისა და სხვების მონაწილეობით(16:00 სთ).
2 იანვარს მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნიღბების თეატრის წარმოდგენას უმასპინძლებს, სადაც პატარებს საჩუქრებს გადასცემენ (13:00 სთ)
3 იანვარს ზეიმი ყინულის მოედანზე გადაინაცვლებს (15:00 სთ). 4 იანვარს საახალწლო სპექტაკლს “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” ლ. მესხიშვილის სახ. თეატრი წარმაოდგენს (15:00სთ)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s