კოტე კუბლაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო არის 100%-ით დამოუკიდებელი

საქართველოში, სასამართლო სისტემაში ბოლო წლების მანძილზე გატარებული რეფორმების მიუხედავად, დღემდე არსებობს ხარვეზები, რაც ხელს უშლის სისტემის 100%-იან დამოუკიდებლობას. აღნიშნული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გააკეთა, სადაც მან იმერეთის რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან ტრადიციული, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
10885440_993658800648882_175872933875819625_n

კუბლაშვილის განცხადებით, როდესაც პოლიტიკურ ხელისუფლებაში საუბრობენ სასამართლო სისტემის სრულ დამოუკიდებლობაზე, ასეთი განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ საქმეზე გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია.
„რა თქმა უნდა, არის დამოუკიდებლობის მაღალი დონე, მაგრამ არა ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები უნდა ინიშნებოდნენ უვადოდ, უვადოდ დღემდე არც ერთი მოსამართლის დანიშვნა არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო არის 100%-ით დამოუკიდებელი,” – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ხელს უშლის მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით (3 წლით) დანიშვნა. კუბლაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა 3 წლიანი ვადით დანიშვნა არის დაღუპვა.
„ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ 3 წლიანი დანიშვნა საფრთხეს უქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და ამიტომ უნდა მოხდეს მისი ამოღება, როგორც კონსტიტუციიდან, ასევე, ორგანული კანონიდან,“ – აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
კუბლაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში გასული 10 წლის მანძილზე გატარებული რეფორმის ფარგლებში განვითარებული სხვა პროცესებიც შეაჯამა.
კორუფციისგან სასამართლოს გათავისუფლება, მოსამართლებიის დამოუკიდებლობისთვის გარანტიების შექმნა, ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კონსტიტუციაში შესული ჩანაწერი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის თაობაზე, სასამართლო სისტემის სტრუქტურული რეორგანიზაცია და ფინანსური დამოუკიდებლობა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შექმნა, საქმის განხილვის ვადების შემცირება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც კუბლაშივლის განცხადებით, სასამართლოს რეფორმის ფარგლებში მთავარ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.
„სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გახდა ისეთი ორგანო, სადაც მოსამართლეები არიან უმრავლესობაში. რეფორმის შედეგად ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ მოსამართლეები დაინიშნებიან უვადოდ. უმაღლეს დონეზე მოწესრიგდა ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხი. დღესდღეობით, შეუძლებელია სასამართლოს ბიუჯეტის შემცირება, თუკი მათ არ ექნებათ წინასწარ ამის თანხმობა ჩვენი მხრიდან. სტრუქტურული რეორგანიზაციის კუთხით, შევქმენით მარტივად გასაგები, ღია და გამჭვირვალე სისტემა. ასევე, შემცირდა ბერკეტები, რომლითაც საქმეების განხილვა ჭიანურდებოდა და დღეს მაქსიმალურად მარტივი გახდა ეს პროცესები“ – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეების განხილვის ვადა 12 თვეს შეადგენს, ადმინისტრაციული საქმეები განიხილება 14 თვის ვადაში, ხოლო სამოქალაქო საქმეები – 16 ნახევარი თვის ვადაში.
დღესვე, კუბლაშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში ახალი დარბაზი გახსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით არის მოწყობილი.
10443383_993658920648870_7786840021453123656_n
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მომავალი წლის თებერვალში კიდევ ორი მსგავსი რეკოსტრუირებული დარბაზი გაიხსნება.
კოტე კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა სასამართლოს შენობების რეკონსტრუქციისთვის. მისივე თქმით, შენობების მოწყობას ტექნოლოგიური სიახლეებიც ემატება, რაც მიკროფონების მოწყობას და აუდიოჩანაწერების სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.
„ყველა ამ სასიკეთო ცვლილებას ემატება ისიც, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე საქმის წარმოება უკვე ელექტრონული სისტემით ხდება, რაც შესაძლებლობას იძლევა პირველი ინსტანციის ყველა გადაწყვეტილება, მოსამათლის ხელმოწერიდან 24 საათის განმავლობაში გამოქვეყნდეს ჩვენს ვებ-გვერდზე,“ – განაცხადა კუბლაშვილმა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s