ხონის მუნიციპალიტეტში 646 დევნილი ოჯახის გაზიფიცირება მოხდა

ხონის მუნიციპალიტეტის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 646 ოჯახი გაზიფიცირდა. სამუშაოების დასრულების ეტაპი ენერგეტიკის მინისრტმა კახა კალაძემ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორმა მამუკა კობახიძემ, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
kaxi

გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” განახორციელა. აღნიშნული პროქტის ფარგლებში 8 594 მეტრი სიგრძის გაზსადენი აშენდა და თითოეულ ოჯახში უფასოდ დამონტაჟდა ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი.
დღესვე, ენერგეტიკის მინისტრმა 2015 წელს ხონის გაზიფიცირების პროექტის დაწყებაც დააანონსა, ხონი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დრომდე არ ხდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s