ქუთაისის საოპერო თეატრის არტისტებს ვარსკვლავი გაუხსნეს

26 დეკემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩვაძის სახელობის ოპერის თეატრის წინ არტისტების, გიორგი ლომთაძისა და ანატოლი ჭურღულიას ვარსკვლავები გაიხსნა. მანამდე ოპერის თეატრში საღამო გაიმართა, სადაც აღნიშნული საოპერო შემსრულებლებისა და პედაგოგების შესახებ ისაუბრეს მისმა თანამედროვეებმა და მოსწავლეებმა, საოპერო შემსრულებლები შეაფასეს როგორც „მაძიებელი სულისა“ და „არაჩვეულებრვი ტემბრის“ მომღერლებად.
1522454_867001506654252_7498937926181838388_o

ისინი ქუთაისის ოპერის თეატრში ერთსა და იმავე პერიოდში, ქუთაისში ოპერის თეატრის დაარსების პირველი წლებიდან მოღვაწეობდნენ.
ვარსკვლავების გახსნა ქუთაისის ოპერის თეატრის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
საიუბილეო კვირეული 27 დეკემბერს დაიხურება, წარმოდგენილი იქნება რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“. კანიოს პარტიას ასრულებს თეატრის ახალგაზრდა სოლისტი გიორგი სტურუა. დირიჟორი თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s