მეცნიერებას სულ უფრო მეტი არგუმენტი მოყავს ღმერთის არსებობის შესახებ

ბევრს მიაჩია, რომ რაც უფრო ვითარდება მეცნიერება მით უფრო ნაკლები აუცილებლობაა სამყაროს ახსნის საკითხში ღმერთის გაგების და სახელის ხსენების, წერს ამერიკელი მწერალი ერიკ მეტაქსასი გამოცემაში The Wall Street Journal. მაგრამ „ როგორც გაირკვა ხმები ღმერთის სიკვდილის თაობაზე ნაადრევია“,- მიაჩნია ავტორს.. მისი თქმით ახალი არგუმენტები, რომელიც ღმერთის არსებობის სასარგებლოდ მეტყველებს, სწორედ მეცნიერებიდან გამოდის.
space-wallpapers-1

1966 წელს ასტრონომმა კარლ საგანმა განაცხადა, რომ პლანეტა, სადაც შესაძლებელია არსებობდეს სიცოცხლე უნდა პასუხობდეს ორ მთავარ არგუმენტს: იგი უნდა ტრიალდებეს გარკვეული ტიპის ვარსკვლავის გარშემო და უნდა მდებარეობდეს ისეთ მანძილზე ამ ვარსკვლავიდან, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია. თუკი გავითვალისწინებთ, რომ სამყაროში დაახლოებით ოქტილიონი (10 ^27) რაოდენობის პლანეტაა, აქედან დაახლოებით სეპტილიონზე (10^ 24) შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა.
60-იან წლებში მეცნიერებმა დაიწყეს რადიოსიგნალების ძიება, რომლებიც უცხოპლანეტელების შეტყობინებების მსგავსი იქნებოდა, მაგრამ ამ დროდე საერთოდ ვერაფერი აღმოაჩინეს. მეტაქსასი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც სამყაროს ჩვენი შეფასება გაფართოვდა ცხადი გახდა, რომ სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელია გაცილებით მეტი პარამეტრი.
თანდათანობით გაირკვა, რომ სიცოცხლის არსებობა წინააღმდეგობაში მოდის ალბათობის თეორიასთან სამყაროს ნებისმიერ პლანეტის მათ შორის დედამიწის შემთხვევაში.
„ სადღეისოდ ჩვენთვის ცნობილია 200- მდე პარამეტრი, რომელებიც აუცილებელია იმისთვის, რომ პლანეტაზე შესაძლებელი იყოს სიცოცხლე. ყველა ეს პარამეტრი უნდა იყოს დაცული სრული სიზუსტით წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი დაინგრევა.მაგალითად, დედამიწის ახლომახლო რომ არ იყოს მასიური პლანეტა იუპიტერი, რომლის მიზიდულობა იზიდავს ასტეროიდებს, მაშინ ათასზე მეტი ასტეროიდი დაეცემოდა დედამიწაზე“, – წერს ავტორი.
მაგრამ ჩვენ ვარსებობთ. შესაძლებელია ყველა ეს უთვალავი პარამეტრი არსებობდეს სრულიად შემთხვევით? კითხვას სვამს ავტორი. დროა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ა რ შეიძლება ვიყოთ დაბადებული შემთხვევითი ძალებისგან.
„ფაქიზი ჯაჭვი, რომლის გარეშეც პალნეტაზე შუეძლებელია სიცოცხლე არაფერია იმ ფაქიზ სიმწყობრესთან შედარებით, რომლის გარეშეც სამყარო ვერ იარსებებდა“, – წერს მეტაქსასი. ასტროფიზიკოსებმა გამოარკვიეს, რომ 4 მთავარი ურთიერთზემომქმედი ძალა (გრავიატაციული, ელექტრომაგნიტური, ძლიერი ატომური და სუსტი ატომური) უკვე იყო განსაზღვრული ერთი მილიონი სეკუნდით ადრე დიდ აფეთქებამდე. ამათგან თუნდაც ერთი რომელიმეს ნაწილაკი რომ ყოფილიყო ოდნავ სხვანაირი სამყარო ვერ იარსებებდა.
მოსაზრება იმაზე, რომ ყველაფერი თავისით გაჩნდა წინააღმდეგობაშია საღ აზრთან, ასკვნის ავტორი.
სამყარო საოცრებაა საოცრერებათა შორის, რომელიც უცილობლად მიუთითებს რამეს ან ვინმეს არსებობაზე მის საზღვრებს მიღმა, წერს იგი.
The Wall Street Journal

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s