საახალწლო პროგრამები და ფასები ქუთაისის კაფე-ბარებსა და რესტორნებში

ქუთაისში არსებული რესტორნები, კაფე-ბარები და კლუბები ახალი წლის ღამეს მომხმარებლებს განსხვავებულ საახალწლო პროგრამებს და ფასებს სთავაზობენ. 31 დეკემბრის ღამეს, საახალწლო სუფრის ფასი ერთ პერსონაზე საშუალოდ 50-60 ლარის ფარგლებში მერყეობს და ის საახალწლო სუფრის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.
10897901_805250342849888_2536479201852266491_n

ბარ-რესტორან პალატში, რომელიც მომხმარებელს ორ სივრცეს სთავაზობს, აცხადებენ, რომ 31 დეკემბრის საღამოს მათთან მისული სტუმრების საახალწლო განწყობაზე იზრუნებს ჩიჩო dj walld მირიანთან ერთად.
„ფასებთან დაკავშირებით ლიმიტი არ გვაქვს. ადგილების დაჯავშნა უკვე დაწყებულია და ჩვენს სტუმრებს სასიამოვნო საღამოს ვპირდებით. 1 იანვარს კი მოწვეული გვყავს ჯგუფი „რეგიონი“ – აცხადებენ ბარ-რესტორან პალატში.
პალატისგან განსხვავებით სხვა კაფე-ბარები და რესტორნები ახალი წლის ღამეს ფასებთან დაკავშირებით ლიმიტს აწესებენ.
ბარ-რესტორან “Empire”-ში აცხადებენ, რომ საახალწლოდ მათთან შეღავათიანი ფასებია. ახალი წლის ღამეს კი “Empire”-ში მისულ სტუმრებს საახალწლო განწყობას ადგილობრივი ბენდი ” new face” & dj. შეუქმნის.
„ჩვენი საახალწლო პროგრამა შედეგება კარაოკესა და გასართობი ვიქტორინისგან,. სტუმრებს ვთავაზობთ ყველაზე შეღავათიან ფასებს – ერთი ადამიანი 50 ლარი. საახალწლო სუფრის შემადგენლობა შემდეგნაირია: 1 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, ხაჭაპური, სალათი, ტკბილეული. ადგილების დაჯავშნა უკვე დაწყებულია,“ – აცხადებენ “Empire”-ში.
10 ლარით მეტი დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა არტ-კაფე ბლუზში, აღნიშნულ თანხაში შედის საახალწლო სუფრა ერთ პერსონაზე ალკოჰოლური სასმელის გარეშე.
არტ-ჯაფე ბლუზში აცხადებენ რომ 31 დეკემბერს, საახალწლო პროგრამა დაიწყება პირველის ნახევრიდან.
„მოწვეული გვყავს ინდირა ჯგერენაია, კახა კუხიანიძე და ბენდი „მუზეუმი“, – აცხადებენ არტ-ჯაფე ბლუზში.

50 ლარით განისაზღვრება საახალწლო სუფრა ერთ პერსონაზე ქუთაისში მდებარე Lounge ბარსა და კლუბში Vogue, საიდანაც 30 ლარის ოდენობით სტუმარი ირჩევს სასურველ პროდუქტს და სასმელს კლუბის მენიუდან. Vogue
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 31 დეკემბერს მათთან დაუკრავს new face. ასევე, dj-ები: jango, pusho, new tone, zapa და walld.

„ამ ყველაფერს დაემატება საახალწლო პროგრამა, მხიარული გათამაშებები და გამარჯვებულების დაჯილდოება,“ – აცხადებენ Vogue ადმინისტრაციაში.

10-20 ლარით ნაკლები დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა რესტორან „ქალაქურში“. რესტორნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალი წლის ღამეს საახალწლო სუფრა ერთ პერსონაზე 40-50 ლარის ფარგლებში იქნება, აღნიშნულ ღირებულებაში არ შედის ალკოჰოლური სასმელების ფასი.
„არავის არ ვიწვევთ, ჩვენი მოცეკვავეები და მომღერლები გაუძღვებიანს საახალწლო პროგრამას. სტუმრებს 31 დეკემბერს, 21 საათის შემდეგ ველოდებით,“ – აცხადებენ „ქალაქურის“ ადმინისტრაციაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s