რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ „ქუთაისიპოსტ”-ის ახალ რუბრიკაში „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“.
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, „ქუთაისიპოსტ”-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisispost.wordpress.com-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში რუსთაველის ხიდს?
kutaisiposti აღნიშნული ინფორმაციის მოკვლევას და იმის გარკვევას შეეცედა, თუ რა ისტორია აქვს, ქალაქში არსებულ რუსთაველის ხიდს?
რუსთველის ხიდი 1964 წელს აშენდა. ხიდის არქიტექტორი გივი თოდაძეა. პროექტის თანაავტორის, ჯემა წულაძის განმარტებით, წლების წინ ხიდისთვის თოლიას ხიდის დარქმევა უნდოდათ. თუმცა, როგორც წულაძე ამბობს, იმის გამო რომ ხიდი რუსთაველის ქუჩაზეა, ამიტომაც მას რუსთველის ხიდი ეწოდა.
“მიმდინარე წლის 5 ნომებრს ხიდს 50 წელი შეუსრულდა. იმის გამო, რომ ხიდის არქიტექტურა რაღაცნაირად თოლიას ჰგავს, ამიტომ ვფიქრობდით ეს სახელი დაგვერქმია. მაგრამ საბოლოოდ მაინც რუსთაველის სახელწოდებაზე შევჩერდით”, – ამბობს “ქუთაისისპოსტთან” საუბარში ჯემალ წულაძე.
თეკლე მორგოშია