“ფინანსები ხარჯონ მიზნობრივად და არა სასეირნოდ “- ქუთაისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” წარმომადგენელი გია გოქაძე, ქუთაისის მერიის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.
გოქაძე ირწმუნება, რომ ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლები თანხებს “უშედეგო” მივლინებებზე სეირნობაში ხარჯავენ.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

“როგორც საკრებულოს წევრები, ასევე მერიის თანამშრომლები, ბიუჯეტის თანხებს საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებენ და უცხო ქვეყნებში ისეთ კონფერენციებზე დასეირნობენ, რომელზე დასწრება, არ დასწრების საკითხი ქალაქისთვის არაფრისმომტანია. ასეთი მივლინებების მაგალითია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას და საკრებულოს წევრების: ზაზა ლომინაძესა და თეიმურაზ ნადირაძეს მივლინებები. კი ბატონო, დაესწრონ კონფერენციებს და ტრენინგებს, მაგრამ საკუთარი ფინანსებით და არა ბიუჯეტის ხარჯებით, რადგან საკუთარი სიამოვნებისთვის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქალაქის ბიუჯეტის გამოყენება სამარცხვინოა.მოვუწოდებ, ქუთაისის მერიას განსაზღვრონ, რისთვის დახარჯავენ ბიუჯეტს. ხოლო თანხები ხარჯონ არა სასეირნოდ, არამედ მიზნობრივად,”-განმარტავს გოქაძე.
ქუთაიისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია მიმდინარე წლის 16-19 ნოემბრის ჩათვლით პოლონეთის რეპუბლიკის ქ, ვარშავაში. სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და პოლონეთის ადმინისტრირების სკოლას შორს მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე მივლინებით იმყოფებოდა. რისთვისაც ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 2392 ლარი დაიხარჯა.
ხოლო 2014 წლის 15-18 ოქტომბერს , უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში, უნგრეთის ოქსიოლოგთა ასოციაციის კონფერენციაზე მივლინებით ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ნადირაძე და საკრებულოს წევრი ზაზა ლომინაძე იმყოფებოდნენ. აღნიშნული მივლინებისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 871 ლარი დაიხარჯა.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s