გია თევდორაძე – ქუთაისში ძალოვნები დასაქმებულების მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებენ

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია თევდორაძე, “ნაციონალების” მისამართით პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს.
IMG_8894

როგორც თევდორაძე ირწმუნება, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრობის გამო, იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლის მხრიდან ადამიანებზე ზეწოლა ხორციელდება.
თევდორაძის მტკიცებით, პარტიული ნიშნით ზეწოლას მუნიციპალური საგანგებო სამსახურების თანამშრომლების მიმართ აქვს ადგილი.
“იმერეთის სამხარეო სამმართველოს კადრების თანამშრომელი ვინმე ჯანელიძე, მუნიციპალური საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს თხოვს ცნობას ინის თაობაზე, რომ ისინი არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. მსგავსი ფაქტის შემდეგ, დღეს რამდენიმე ადამიანმა მოგვმართა, ამ ადამიანებიდან რამდენიმეს საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ნამდვილად პარტიის წევრები არიან. როგორც მათ გვითხრეს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ წარადგენენ ცნობას რომ აღარ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ვეღარ აიტანენ სამსახურში,” – ამბობს გია თევდორაძე.
თევდორაძე აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ დევნად და ანგარიშწორებად აფასებს და მომხდარს ახლახან მიღებულ კანონპროექტს უკავშირებს. რომლის თანახმადაც მუნიციპალური საგანგებო სამსახურები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s