ოთხ მაცივარში აღმოჩნდა საეჭვო წარმომავლობის ხორცი – ქუთაისში რესტორანს მუშაობა შეუჩერეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ქუთაისში მდებარე რესტორან “იმერეთს” და თბილისში, ლილოს დასახლებაში მდებარე შპს “ჯი კომპანის” (ქათმის ხორცის გადამუშავება) საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
uniInc

“ინსპექტირებისას რესტორანში გამოვლინდა შემდეგი კრიტიკული შეუსაბამობები: კონდენსატით დაფარული სამზარეულოს ჭერი; კოროზირებული მაცივარი, ხორცის საკიდი კაუჭები და თაროები; ასევე ოთხ მაცივარში აღმოჩნდა საეჭვო წარმომავლობის ხბოს ხორცი, რომელსაც არ გააჩნდა ჯანმრთელობის ნიშანდება – ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2. ქათმის ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; სეპარაციის საამქროში, სადაც ხდება ქათმის ძვლებისა და რბილობის განცალკევება, ჭერზე აღინიშნა კონდენსატი და ობის სოკოები; დანაწევრებული ქათმის ხორცის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმები (სალმონელა). აღნიშნული კრიტიკული შეუსაბამობები რესტორნისა და ქათმის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოსათვის საწარმოო პროცესის შეჩერებისა და ბიზნესოპერატორების 1000 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდა. ” – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.
სურსათის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ შპს “იმერეთი” და შპს ჯი კომპანი” საწარმოო პროცესის აღდგენას მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s