ქუთაისის მერიაში პრემია მხოლოდ მძღოლებმა და დამლაგებლებმა მიიღეს

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში საახალწლოდ პრემიები მხოლოდ ტექნიკური მიმართულებით დასაქმემული თანამაშრომლებითვის გაიცა. ქალაქის პირველი პირის, შოთა მურღულიას გადაწყვეტილებით, პრემიები მძღოლებმა და მერიის ადმინისტრაციული შენობის დამლაგებლებმა მიიღეს.
premia1

საახალწლო პრემია ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ 38 თანამშრომელს ერგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14.420 ლარი გაიცა.
ქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსის დაუსრულებლობას უკავშირდება.
„ვიცი, ეს არ არის ნამდვილად სასიხარულო, რომ წელს პრემია არ გაიცემა. მაგრამ, ვიდრე პრემირების წესი არ დამტკიცდება, მანამდე პრემია არ გაიცემა. პრემია არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დამსახურების მიხედვით უნდა გაიცეს“, – განმარტავს შოთა მურღულია. ის ამბობს, რომ მომავალი წლის იანვრიად მოხდება თითოეული სამსახურის
თუ განყოფილების მუშაობის შეფასება და პრემია დამსახურების მიხედვით გაიცემა. რადგან, მურღულიას თქმით, მისთვის მისაღები არ არის საყოველთაო პრემიის წესი.
ადგილობრივ თვითმმართველობაში საახალწლო პრემიების გაუცემლობას აკრიტიკებენ საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები.
საკრებულოს „ნაციონალი“ წევრის, გია უკლებას განმარტებით, ქალაქის მერმა არ ან ვერ დააფასა თავისი თანამშრომლების მუშაობა.
„ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ყოველწლიურად ხდებოდა საახალწლო პრემიების გაცემა. მაგრამ, როგორც ჩანს ქალაქში არაფერი არ არის გაკეთებული, რომ პრემიები გამოიწერონ“, – ამბობს უკლება.
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ უმჯობესია პრემიებისთვის განსაზღვრული თანხა სხვა მიმართულებით დაიხარჯოს.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s