2014 წელს იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ 995 ათას ლარამდე დახარჯა

იმერეთის სახელმწიფო-რწმუნებულის ადმინისტრაციის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ანგარიში ქუთაისში მოქმედ მედია საშუალებების წარმომადგენლებს გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა გააცნო.
biujeti1

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ფაქტიურმა ხარჯებმა 994 738 ლარი შეადგინა. აქედან, შრომის ანაზღაურებაზე 669 921 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება მომავალ წელს, სახელმწიფო-რწმუნებულის ადმინისტრაციის 2015 წლის საწყისი ბიუჯეტი 800 000 ლარი იქნება.
ზაზა მეფარიშვილის განმარტებით, 2015 წელს მოთხოვნილი თანხის სიმცირე განპირობებულია იმით, რომ გუბერნიის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული სამაშველო სამსახური მომავალი წლიდან შსს-ს დაქვემდებარებაში გადადის.
იმერეთის გუბერნატორმა მომვალი წლის პრიორიტეტებზე და გეგმებზე ისაუბრა. მისივე თქმით, 2015 წლის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებასთან ურთიერთობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მეტი ზრუნვა და აგრარულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება იქნება.

დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s