ქართული კინოს „დედაქალაქი“ კინოთეატრისა და ტრადიციების გარეშე (ვიდეო)

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქუთაისში 25 წლის განმავლობაში სტაბილურად არ ფუნქციონირებდა კინოთეატრი, შესაბამისად არ არსებობდა დიდ ეკრანზე ფილმის ნახვის შესაძლებლობა, ამიტომ გასული საუკინის 90-იან წლებში დაბადებულ თაობაში ვერ დამკვიდრდა კინოთეატრში ფილმის ნახვის ტრადიცია. ამ ხნის მანძილზე რამოდენიმეჯერ იყო მცდელობა კინოს დაბრუნების, თუმცა კინოთეატრში ფილმის ნახვის ტრადიციების არარსებობის გამო ფილმებს მაყურებელი არ ყავდა, შესაბამისად გახსნიდან მოკლე დროში კინოსეანსები ჩერდებოდა და კინოთეატრი ფუნქციონირებას წყვეტდა. მაშინ როდესაც, ქართული კინო სწორედ ქუთაისში დაიბადა.
pic
ქართული კინოს „დედაქალაქი“ კინოთეატრისა და ფილმის დიდ ეკრანზე ნახვის ტრადიციების გარეშე – ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:
Continue reading

ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვების გასაცემად კონკურსი ახალი წესით ჩატარდება

ქუთაისში 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გაცემული ნებართვის ვადა ამოიწურა. ქალაქის მერია პირველ ეტაპზე ნებართვის მაძიებელთა კონკურსს სწორედ ამ ხაზებზე ჩაატარებს.
ქუთაისის საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებელთა კონკურსი ახალი წესით და შერჩევის ახალი პირობებით ჩატარდება. შესაბამისი წესდება ქალაქის საკრებულომ გუშინ გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. წესდება და კონკურსის ახალი პირობები დეპუტატებს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ წარუდგინა.
ერთ-ერთი ცვლილებით, გადამზიდი კომპანიების გარდა, კონკურსში მონაწილეობა თვით მძღოლებისგან შემდგარ ჯგუფსაც შეეძლება.
transporti
Continue reading

ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ქუთაისში იგეგმება

2017 წელს ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ქუთაისში იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა.
shota
Continue reading

ქუთაისში სოციალურად დაუცველებისთვის 4 ახალი პროგრამა ამოქმედდება-რა დახმარებებს ითვალისწინებს პროგრამები

მიმდინარე წელს, ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურ მიმართულებით გამოყოფილ თანხებთან ერთად, სოციალური პროგრამების რაოდენობაც გაიზარდა.
გასულ წელს, ქუთაისის მერიის სოციალური სამსახური სულ 10 პროგრამას ახორციელებდა, მიმდინარე წელს კი სოციალური პროგრამებს რიცხვი 4-ით გაიზარდა.
meria
Continue reading

ქუთაისელის სათქმელი 1 წუთში – გვანცა თოთაძე

“ქუთაისიპოსტი”-ს რუბრიკა – “ქუთაისელის სათქმელი 1 წუთში”. ქუთაისელთა სათქმელს ვიდეოკომენტარის სახით კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შემოგთავაზებთ.
მოქალაქეები ამბობენ იმას, რაც მათი სათქმელი არის კონკრეტულ მომენტში, კომენტარის ჩაწერის დროს, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე.
რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს საკუთარი აზრის, საკუთარი სათქმელის დაფიქსირების შესაძლებლობა.
ღიად გამოხატე შენი აზრი “ქუთაისიპოსტის” ახალ რუბრიკაში – “ქუთაისელის სათქმელი 1 წუთში”.
რუბრიკის მორიგი სტუმარია სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი” გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე:
Continue reading

ძვირადღირებულები და “ჩამოწერილები” – როგორია ქუთაისისა და მხარის პირველ პირთა მანქანები (ვიდეო)

ქუთაისის თვითმმართველობისა და იმერეთის გუბერნიის პირველ პირებს, ჯამში 281 000 ლარზე მეტი ღირებულების სამსახურებრივი ავტომობილები ემსახურებათ.
აქედან, ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანით ქალაქის პირველი პირი, შოთა მურღულია სარგებლობს.
96 ათას ლარამდე ღირებულების ავტომობილი, რომლითაც ქალაქის მერი გადაადგილდება 2011 წლის გამოშვების ტოიოტა ლენდკრუიზერია.
რა მანქანები ემსახურება ქუთაისელ ჩინოვნიკებს - YouTube (1)
ქუთაისისა და იმერეთის მხარის პირველი პირებიდან ვის რა ღირებულების, რა მოდელის ავტომობილი ემსახურება და როგორია ზღვარი კომფორტსა და ეკონომიას შორის? ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:
Continue reading

ძვირადღირებულები და “ჩამოწერილები” – როგორია ქუთაისისა და მხარის პირველ პირთა მანქანები

ქუთაისის თვითმმართველობისა და იმერეთის გუბერნიის პირველ პირებს, ჯამში 281 000 ლარზე მეტი ღირებულების სამსახურებრივი ავტომობილები ემსახურებათ.
აქედან, ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანით ქალაქის პირველი პირი, შოთა მურღულია სარგებლობს.
96 ათას ლარამდე ღირებულების ავტომობილი, რომლითაც ქალაქის მერი გადაადგილდება 2011 წლის გამოშვების ტოიოტა ლენდკრუიზერია.
რა მანქანები ემსახურება ქუთაისელ ჩინოვნიკებს - YouTube (1)
ქუთაისისა და იმერეთის მხარის პირველი პირებიდან ვის რა ღირებულების, რა მოდელის ავტომობილი ემსახურება და როგორია ზღვარი კომფორტსა და ეკონომიას შორის? ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:
Continue reading