Financial Times-ის წინასწარმეტყველება: როგორი იქნება მსოფლიო 2015 წელს

Financial Times-მა კვლავ მიმართა უწყინარ საქმიანობას და 2015 წლის წინასწარმეტყველებები გამოაქვეყნა. ჟურნალმა მოუწოდა Financial Times-ის ექსპერტებს და კომენტატორებს, გადაეწმინდათ მტვერი მაგიური კრისტალებიდან და ეწინასწარმეტყველათ იმის თაობაზე, რას მოუტანს მსოფლიოს მომავალი 12 თვე, წერს ჟურნალსიტი ჯეიმს ბლიცი.
mmm

“რა თქმა უნდა მსგავსი საქმიანობა მხოლოდ ნაწილობრივ ვარაუდობს სწორ პასუხებს დასმულ კითხვებზე. დიდი ოსტატობა ჭირდება პირველ რიგში სწორი კითხვის დასმას. შარშან, მაგალითად, აზრად არ მოსვლია კითხვა იმის თაობაზე შეიჭრება თუ არა პუტინი უკრაინაში, ან გახდება თუ არა ჩრდილოვანი ორგანიზაცია ISIS სტრატეგიულ საფრთხედ ახლო აღმოსავლეთში. უეჭველად ასე იქნება 2015 წელსაც. მსოფლიო სიახლეებში იქნება ამბები რასაც ვერც ერთი ჩვენთაგანი მომცემულ მომენტში ვერ წარმოიდგენს“, წერს გამოცემა.
მოახდენს თუ არა რუსეთი უკრაინაში ან ევროპაში ახალი ტერიტორიების ანექსიას?
პასუხია – არა, შიდა ეკონომიკური კრიზისისა და დასავლეთის სანქციების პირისპირ პუტინი შეაჩერებს ექსპანსიას. ყოველ შემთხვევაში 2015 წელს. ამის მაგივრად რუსეთის ლიდერი შეეცდება ყირიმში ხელში ჩაგდებულის კონსოლიდირებასა და „გაყინული კონფლიქტის“ შენარჩუნებას აღმოსავლეთ უკრაინის რამოდენიმე ნაწილში.
,პუტინის ერთ-ერთი საპასუხო რეაქცია ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე, შეიძლება იქცეს შიდა მხარდაჭერების სტიმულირება და ნაციონალიზაციის გაძლიერება, უკრაინაში კონფლიქტის გაღვივების გზით. თუმცა ეკონომიკური და საომარი რისკების გათვალისწინებით ომის გაფართოება მეტისმეტად დიდ რისკად მოეჩვენება მოსკოვს 2015 წელს.
ჩაერთვება თუ არა აშშ-ს სამხედრო ძალები ISIS -ის წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში?
პასუხია – არა. ISIS, ნამდვილად წარმოადენს მნიშვნელოვან საფრთხეს 2015 წელს, თუმცა რასაც ამერიკა და მისი ევროპელი მოკავშირეები არ გააკეთებენ არის ის, რომ არ განათავსებენ საკუთარ სამხედრო ნაწილებს ფრონტზე. ბრძოლა ISIS წინააღმდეგ ისევ მხოლოდ ერაყის არმიის საქმედ დარჩება, თვლის ჟურნალისტი რულო ჰალაფი.
დაეცემა თუ არა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 7%- ზე ქვემოთ 2015 წელს?
პასუხია – დიახ. შიდა ვალის მკვეთრი ზრდა, ძირითად ფონდებში შენელებული ინვესტიცია, უძრავი ქონების უმნიშვნელო გაყიდვები და მეწარმე სექტორის წარუმატებლობა ჩინეთის ეკონომიკას ტვირთად დააწვება
განადგურედება თუ არა ებოლა აფრიკის დასავლეთში 2015 წლისთვის?
დიახ, მიაჩნია ჟურნალისტ კლაივ კუკსონს. მთელ მსოლფიოში ჩაიდო საკმარისი სამედიცინო და ფინანსური რესურსები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რითაც შეფერხდება ახალი შემთხვევების ზრდა.
ახლა ადგილობრივი მედპერსონალი დიდი სიფრთხილითა და ეფექტურობით თავს ართმევენ ებოლას. ამასთან ერთად ისევ მოდის გარედახმარება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, ექიმები საზღვრებს გარეშე და სხვა ორგანიზაციებიდან. 2015 წელს იქნება უკანდახევები და აფეთქებები, მაგრამ დასავლეთ აფრიკა უნდა ელოდოს ებოლადან სრულ გათავისუფლებას 2016 წლისთვის.
Financial Times

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s