ქუთაისის “ტორპედო” სეზონს ახალი მწვრთნელით და განახლებული შემადგენლობით ხვდება

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” მთვარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დღეს ოფიცილურად წარადგინეს. დარასელიას წარდგინებას ქუთაისის მერის მოადგილე, გუნდის ხელმძღვანელობა და ის ფეხბურთელები დაესწრნენ, რომლებიც კლუბის ახალ შემადგენლობაში ადგილებს დაიკავებენ.
torpedo

როგორც ცნობილი გახდა, ქუთაისის “ტორპედო” 9 ფეხბურთელმა დატოვა. დარასელიას თქმით, გუნდიდან მათი გაშვება საკონტრაქტო ვადის გასვლის მიზეზით მოხდა. მისივე განცხადებით, კლუბის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელების შერჩევა უკვე მიმდინარეობს. ამ წუთისათვის “ტორპედოს” შემადგენლობაში სამი ახალი ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია. ნიკოლოზ საბანაძე, ზაზა ჭელიძე და ირაკლი კლიმიაშვილი სეზონის ბოლომდე “ტორპედოში” ითამაშებენ.
“ამ წუთისათვის მიმდონარეობს შერჩევა, მათ შორის, საუბარია სერბ მეკრეზეც. თუმცა, ზოგი მათგანი დარჩება, ზოგი ვერა. საწვრთნელ შეკრებამდე ერთი კვირით ადრე გუნდის ახალი შემადგენლობა ცნობილი იქნება,” – განაცხადა გიორგი დარასელიამ.
მიმდინარე სეზონის ბოლომდე ქუთაისის “ტორპედო” ქალაქის თვითმმართველობიდან 800 000 ლარზე მეტ თანხას მიიღებს.
“ვფიქრობთ ბიუჯეტიდან ამ თანხის გაღება ნორმალური იქნება მანამ, სანამ ქუთაისის “ტორპედოს” ახალი მფლობელი გამოუჩნდება,” – განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ, ნოდარ მიქიაშვილმა.
“ტორპედოს” გუნდის ხელმძღვანელის, დავით ფრუიძის განცხადებით, მერიის მიერ გამოყოფილი ფულადი თანხები სეზონის ბოლომდე კლუბის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის საკმარისი იქნება.
საფეხბურთო კლუბი საწვრთნელ შეკრებას მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, თურქეთში გაივლის.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s