ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებას მიმდინარე წლის ბოლომდე შპს “ქართული ტრადიციები” უზრუნველყოფს. შპს “ქართული ტრადიციები” ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული კომპანია გახლავთ.
უპატრონო მიცვალებულთა და ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მიცვალებულთა (რომლის დაკრძალვას ოჯახი ფორსმაჟორული სიტაციის გამო ვერ უზრუნველყოფს) და მკვდარშობილ და გარდაცვლილ ახალშობილთა სარიტუალო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისთვის ქალაქის მერიმა 9 ათასი ლარი გამოჰყო. შპს “ქართული ტრადიციები” აღნიშნულ მომსახურებაზე გამოცხადებული ერთეტაპიანი გამარტივებული ტენერის ერთადერთი მონაწილე და შესაბამისად, გამარჯვებული გახდა.
9 000 ლარის სანაცვლოდ “ქართულმა ტრადიციებმა” მიმდინარე წლის 31 დეკმებრამდე უნდა უზრუნვეყოს უპატრონო მიცვალებულთა და ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მიცვალებულთა (რომლის დაკრძალვას ოჯახი ფორსმაჟორული სიტაციის გამო ვერ უზრუნველყოფს) და მკვდარშობილ და გარდაცვლილ ახალშობილთა სარიტუალო მომსახურება, შემდეგი პირობებით:
სასახლის (ყუთის) დამზადება, სამარის გაჭრა-ამოვსება, კატაფალკით მომსახურება, საფლავის საიდენტიფიკაციო
კოორდინატის დადგენა, საფლავზე საიდენტიფიკაციო ფირფიტის დაყენება.