ქუთაისის მერიაში კონკურსი მესამედ გამოცხადდება

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. შედეგების თანახმად, 39 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა, რის გამოც ორი კვირის განმავლობაში, კონკურსი თავიდან, უკვე მესამედ გამოცხადდება.
dvali

საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, დავით დვალის განმარტებით, კონკურსანტებს, რომლებსაც თავის წარმოჩენა უნდოდათ, ვერ გამოუვიდათ.
“ამიტომ მათ შესაძლებლობა ექნებათ თავიდან მიიღონ კონკურსში მონაწილოება. ჩვენი მიზანია, თვითმმართველობა რაც შეიძლება კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტდეს”, – განმარტა დავით დვალმა.
ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ, რომელიც საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრიცა, განმარტა, რომ გასაუბრებაზე კონკურსანტებს 15 წუთს უთმობდნენ. მისივე თქმით, გასაუბრება აუცილებლი იყო, რადგან იქ ორიენტაცია კომისიის წევრებს დარგობრივ კანონმდბელობასა და კომპიუტერ უნარჩვევებზე ქონდათ გამახვილებული.
“საერთო ჯამში, კონკურსმა მაღალი მაჩვენებელი აჩევნა. ეს კი თვითმმართველობის ორგანოს ძალიან შრომისუნარიანს გახდის”, – აღნიშნა ქალაქის მერმა.
ამჯერად, კონკურსანტს ტესტირების გავლა აღარ მოიწევს. კონკურსანტს hr.gov.ge-ზე საბუთების ატვირთვა და შემდგომში, გასაუბრების ეტაპის გავლა მოუწევთ.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s