ქუთაისის მერი – კონკურსმა მაღალი შედეგები აჩვენა

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადებული კონკურსზე, სადაც 129 ატესტანტმა (მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები) მიიღო მონაწილეობა, ბარიერი მხოლოდ 69 ადამიანმა გადალახა. ხოლო 401 კონკურსატნტიდან დადებითი შედეგი 157-მა აჩვენა.
111shota

მერიაში კონკურსი 196 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა. hr.gov.ge-ზე 5000 მეტი განცხადება იყო შესული. (თითოეულ კონკურსატნს პარალელურად 5 პოზიაციაზე შეეძლო განაცხადის შეტანა).
აქედან, კონკურისის პირველი ეტაპი 881 კონკურსატმა გადალახა. კონკურსის მეორე ეტაპზე, რომელიც ტესტირებას ითვალისწინებდა, 796 ადამიანი გამოცხადდა, რომელთაგან ბარიერი 401-მა კონკურსანტმა გადალახა.
საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, დავით დვალის განმარტებით, კონკურისის მიზანი მიღწეულია და თვითმმართველობა ნიჭიერი, გამოცდილი და კომპეტენტური კადრებით არის დაკომპლექტებული.
“გამარჯვებული კონკურსანტების ცოდნის დონის საშუალო მაჩვენებელი აღემატება 82 პროცნეტს, რაც მაღალი შედეგია და მნიშვნელოვნად გაზრდის თვითმმართველობის საქმიანობას”, – განმარტა კონკურსის შედეგების გამოცხადებაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s