საკადრო ცვლილებები იმერეთის გუბერნიაში – გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს.
898.

იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის მოადგილედ გიორგი ჭიღვარია 2015 წლის 8 იანვარს დაინიშნა.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც იმერეთის ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა, სალომე იობიძემ, ორი თვის წინ თანამდებობა დატოვა.
გიორგი ჭიღვარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დანიშვნამდე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის დროებით მოვალეობას ასრულებდა.
იმერთის გუბერნიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების თანახმად, ასევე 2015 წლის 8 იანვრიდან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პირველ მოადგილედ გადმოინაცვლა ალექსანდრე იოსებაშვილმა, რომელიც ამ დრომდე სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა.
კიდე ერთი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი გახლავთ. ხახალეიშვილი გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2015 წლის 8 იანვრიდან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s