საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს ქუთაისში აქციით გამოეხმაურნენ

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს აქციით ეხმაურებიან.
აქციის მონაწილეები პარიზში ჟურნალ “შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმის ფაქტს გმობენ და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
IMG_9110

“საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტი, ეს არის დარტყმა არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ ცივილიზებულ სამყაროზე. დღეს, თავისუფალ სიტყვაზე დარტყმა, ზოგადად თავისუფლებაზე დარტყმას ნიშნავს, რაც დაუშვებელია,”- ამბობს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერი თემურ ცამციშვილი.
შეიარაღებული თავდასხმა პარიზში, ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში ორი დღის წინ მოხდა. გამოცემის ოფისში ორი პირი შეიჭრა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის ჟურნალის მთავრი რედაქტორი, ხოლო 11 ადამიანი დაშავდა.
თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s