ქუთაისის მერიას ქალაქში სანაგვე ურნების დამონტაჟებისკენ მოუწოდებენ

ქუთაისის მერიას ქალაქში სანაგვე ურნების დამონტაჟებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული მოწოდებით “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია გამოდის.
gogi

წულაიამ მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ქალაქის ცენტრალურ ბაღში დამონტაჟებულ სანაგვე ურნაში, რომელიც დაზიანებულია, ნარჩენები ჩააგდო და განმარტა: “ახლა ვინ უნდა დაჯარიმდეს, მაშინ როცა სანაგვე ურნა დაზიანებულია და ის ყუთი ფრაქტიკულად აღარ არის. გასაგებია, რომ გარემოს ყველამ უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ მოქალაქეებს არ უნდა დაეკისროთ, მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამაც უნდა აიღოს”, – განმარტა ბრიფინგზე წულიამ. მისი თქმით, ქალაქში სანაგვე ურნების დამატება უნდა მოხდეს.
“თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა სანაგვე ურნების დაზიანების მიზეზებზე. მისი განმარტებით, მერიამ სანაგვე ურნები, რომლებიც უხარისხოა, ირანიდან ჩამოიტანა.
ამის გარდა, წულაია ამბობს, რომ თვითმმართველობა უნდა ეცადოს სანეგვე ურნებისთვის განკუთვნილი ლითონის ე.წ. ყუთების გაკეთებით ადგილობრივი საწარმო დაასაქმოს.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s