შოთა მურღულია – ვერავინ გაბედავს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს შეუცვალოს სტატუსი

ქუთაისის მერმა შოთა მურღულია საკრებულოს სხდომაზე საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
photo

მურღულიას განმარტებით, 2010 წელს „ვისოლთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, კომპანიაზე გადაცემულ სპორტულ დაწესებულებებზე 7 წლის ვადის გასვლის შემდეგ, სპორტული სტატუსის მოხსნას ითვალისწინებდა.
„ესაა ის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მათ ნებართვა ეძლეოდათ 7 წლის გასვლის შემდეგ ამავე ტერიტორებზე მშენებლობაც კი ეწარმოებინათ და ეს ხალხი, ვინც ამაზე აწერდა ხელს, მე მელაპარაკება, რომ ვინმე გავუშვი ან მოვიყვანე? გავასწორეთ ის, რაც მათ შეეშალათ. ვერავინ გაბედავს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს შეუცვალოს სტატუსი,“ – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქალაქის მერის განცხადებით, ქუთაისის „ტორპედო“ მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიჯჯეტიდან დაფინანსების სახით 1 მილიონამდე ლარს მიიღებს.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s