ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშს 4 წელია აკოპირებს

ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველი წლის ბოლოს წარუდგენს. თვითმმართველობას ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა “ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს.
dok

ქუთაისიპოსტის მიერ გამოთხოვილი ბოლო ოთხი წლის ანგარიშებით ირკვევა, რომ ყველა მათგანის ერთგვერდიანი ტექსტი ერთი და იგივეა. ოთხივე მათგანში იცვლება მხოლოდ ციფრები, რომელიც მიღებული წერილების და განცხადებების რაოდენობას მიუთითებს.
2011 წლის ანგარიშს ხელს ქუთაისის მაშინდელი მერი, გია თევდორაძე აწერს, 2012 წლისას – ბესიკ ბრეგაძე, ხოლო 2013-2014 წლის ანგარიშებზე ხელის მომწერი შოთა მურღულია გახლავთ.
გასულ წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქის თვითმმართველობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიად იწოდება. აღნიშნული ცვლილება 2014 წლის ანგარიშის ტექსტის ბოლო აბზაცზეც აისახა, სადაც ქუთაისის მერიას სიტყვა მუნიციპალიტეტი დაემატა.
2011-2 2012-2

2013 2014-2

დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s