უინსტონ ჩერჩილს ახალგაზრდობაში ისლამის მიღება სურდა

ახალგაზრდობაში უინსტონ ჩერჩილი ახლოს იყო იმასთან რომ ისლამი მიეღო, წერს გაზეთი La Stampa.
ჩერჩილი ყველას ახსოვს სიგარით პირში, ჰალსტუხი პეპელათი კისერზე, ამაყი მზერით, რომ მან დაიცვა ბრიტანეთის იმპერია და გაიმარჯვა ნაციზმზე, მაგრამ მანამდე სანამ პერემიერ-მინისტრი გახდებოდა და ნაციზმს დაამარცხებდა ჩერჩილს სხვა ინტერესები გააჩნდა. როგორც გაირკვა მას დიდი მიზიდულობა ჰქონდა ისლამური სამყარო მიმართ. ეს ვნება იმდენად ძლიერი იყო, იწვევდა ეჭვს, რომ ჩერჩილი ისლამს მიიღებდა, წერს გამოცემა.
cherchili

კემბრიჯელმა მეცნიერმა აღმოაჩინა წერილი, რომელიც ლედი გვენდოლინ ბერტს ეკუთვნოდა. იგი წერდა ჩერჩილს 1907 წელს გარკვეული თხოვნით – „გთხოვ რომ არ მიიღო ისლამი.“ იმ წლებში ჩეჩილი 32 წლის იყო. მან უკვე იბრძოლა სუდანში და ინდოეთის საზღვართან. ის მეგობრობდა არაბისტ უილფრიდ ს. ბლანტთან. მასთან შეხვედრის პერიოდში ჩერჩილი იხსნიდა პეპელას და იმოსებოდა არაბულ ტანსაცმელში. თავის ერთ-ერთ წერილში წერდა: „წარმომიდგენია რომ ფაშა ვარ“. თუმცა ამის მიუხედავად რელიგიის ცვლა არ მოხდა. ჩერჩილი ბევრი რამით იყო გატაცებული ცხოვრების განმავლობაში. იმის გარდა, რომ ის სახელმწიფო მოღვაწე იყო, ასევე გახლდათ მხატვარი, ისტორიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჩერჩილმა ნებართვა გასცა მეჩეთის მშენებლობაზე რიჯენტს პარკში, რისთვისაც გამოყო 100 ათასი ფუნტი სტერლინგი. ამ ჟესტით მხარდაჭერას იმედოვნებდა კომფლიქტში ჩართულ ისლამის მიმდევარი ქვეყნების მხრიდან.
თუმცა, ზოგადად ცნობილია მისი ხისტი გამონათქვამები რელიგიის მისამართით: „რელიგიის გავლენა პარალიზებას ახდენს იმათ საზოგადოებრივ განვითარებაზე, რომელიც მისი მიმდევარია… არ არსებობს რელიგიაზე უფრო მძლავრი და რეაქციული ძალა“, – აღნიშნავდა ჩერჩილი, წერს გამოცემა.
La Stampa

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s