“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში წითელ ხიდს?

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ „ქუთაისიპოსტ”-ის რუბრიკაში „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“.
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, „ქუთაისიპოსტ”-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
witeli xidi foto
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisispost.wordpress.com-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“.
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ “რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში წითელ ხიდს?”

“ქუთაისიპოსტის” მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, წითელი ხიდი პირველი რკინის ხიდი გახლდათ, რომლის მშენებლობის იდეა 1840-იან წლებში გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, რკინის კონსტრუქცია, რომლითაც ხიდი არის აგებული, იმ ქარხანაში დაამაზდეს სადაც, პარიზში არსებული ეიფელის კოშკის კონსტრუქცია კეთდებოდა. (იმ პერიოდში საქართველო ევროპასა და აზიაში მნიშვნელოვან სატრანზიტო მნიშნველობის გზას წარმოადგენდა). საბოლოო ჯამში, სრულად ვერ მოხერხდა პარიზიდან ხიდის მშენებლობისთვის საჭირო რეკონსტრუციის ჩამოტანა. რის გამოც, მისი მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა. წითელი ხიდის მშენებლობას გენერალ ადიუტანტი, ცნობილი მწერალი გრიგოლ ორბელიანი ადევნებდა თვალს. აღნისნული ხიდი ექსპლოატაციაში 1862 წელს გაეშვა.
წითელი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა, რომლის რეაბილიტაცია ბოლოს 2011 წელს, ქუთაისის მერის მოადგილის დავით ანდღულაძის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s