ქუთაისის მერი – ინვესტორი კანის ფერის და სქესის მიხედვით არ გვაინტერესებს

“ფიანდაზად ვეგებით ყველას, ოღონდ ინვესტიცია ჩადოს,” – აღნიშნულის თაობაზე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ “ქუთაისიპოსტთან” საუბარში განაცხადა. მურღულიას თქმით, ხელისუფლების ინტერესებშია ქალაქში ინვესტიციები შემოვიდეს და ხალხი დაასაქმოს.
murgulia

“ინვესტორი კანის ფერის და სქესის მიხედვით არ გვაინტერესებს. ჩვენ ინტერესებშია ინვესტიციები შემოგვიტანოს, ხალხი დაგვისაქმოს და ეკონომიკა შემნას. ორი ახალი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გავეცით უკვე,” – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ქალაქში ახალი სასტუმროები ნიკეასა და გრიშაშვილის ქუჩებზე აშენდება.
ქუთაისის მერის ინფორმაციით, აღნიშნული სასტუმროების გარდა, შესაძლოა სასტუმროები სხვა ადგილებზეც აშენდეს. როგორც მურღულიამ განაცხადა, მერია ებრაულ კომპანია “შიტრიტ ჯგუფთან”, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე “შიტრიტ ჯგუფმა” ქუთაისში სასტუმროების ქსელის მშენებლობისთვის სხვადასხვა ტერიტორიაზე 13 ობიექტი 3 143 000 ლარად შეიძინა. კომპანიას აღნიშნული ობიექტებიდან სამ მათგანზე სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 1 იანვრისთვის უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მითითებულ ვადებში “შიტრიტ ჯგუფმა” ქუთაისში მხოლოდ სასტუმრო “Empire” დაასრულა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კომპანიამ მშენებლობები სხვა ობიექტებზე შეაჩერა.
“როგორც კი სახელმწიფო იწყებს ჩარევას კერძო სექტორში, ყველაფერს აფუჭებს. სახელმწიფომ ფინანსებთან წვდომის საშუალება უნდა მისცეს. სახელმწიფომ არ შეიძლება ააშენოს ქარხნები. ხელი უნდა შეუწყოს და ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზია ხელის არ შეშლა. ამ ქვეყანაში არავინ კერძო ბიზნესს არ ეუბნება, რომ ფული აქ უნდა გადაიხადო ან იქ, შვილი უნდა დაგიჭირო და ფული წაგართვა. ბიზნესს ჭირდება პოლიტიკურად სტაბილური გარემო. ბიზნესს არ უნდა ქონდეს შიში, რომ შეიძლება, ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც მერე წაართმევს, როგორც “‘ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა ამას. ჩვენ უკვე შიდა კონკურენციაში ვართ და ვცდილობთ არა სხვაგან მოხდეს ინვესტირება, არამედ ჩვენ ქალაქში გაკეთდეს,” – განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, ასევე, საუბარია ავტოქარხანაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაფართოებაზე. “მათთან შეიძლება ქონების გადასახადზე შეღავათების დაწესებაზე მთავრობასთან კონსულტაციების შემდგეგ, თუ ჩვენთან განხორციელდება ინვესტიცია,” – აცხადებს ქუთაისის მერი.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s