ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ქუთაისის მერიაში ჩატარებული კონკურსების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ და ადგილობრივ თვიმმართველობას კადრების პირადი სიმპატიების საფუძველზე მიღებაში ადანაშაულებენ.

gia
არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს თავმჯდომარე გია გოქაძე ირწმუნება, რომ ქუთაისის მერიაში ჩატარებულ კონკურსებში მიღებულ ქულებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს “თავიანთი” ხალხი გაჰყავდათ.
“ისინი, ვინც მაღალი ქულები მიიღეს, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ, რადგან ქალაქის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პირადი სიმპატიისა და პარტიული ნიშნით ნიშნავდნენ ადამიანებს,”- ამბობს გია გოქაძე.
გოქაძე იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს ასახელებს, რომლებიც მისი მტკიცებით ქუთაისის მერიაში ნეპოტიზმის საფუძველზე დაასაქმეს.
“დავით დვალი საკრებულოში ლობირებდა ლაშა ჭელიძეს, ანა კერესელიძეს, იობაშვილ გიორგის, ხოლო მერიაში ირაკლი ცხვედიანს და ნუგზარ ხუციბერიძეს შოთა მურღულია ლობირებდა. თუმცა ეს არ არის სრული სია,”- ამბობს გია გოქაძე.
გოქაძე ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
“მიკვირს რატომ დუმს ყველა მერიაში არსებულ ნეპოტიზმზე. მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიურობისკენ,”-აცხადებს გოქაძე.
გოქაძის ბრალდებებთან დაკავშირებით, კომენტარს არც ქუთაისის მერიაში და არც საკრებულოში არ აკეთებენ.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადებული კონკურსზე, სადაც 129 ატესტანტმა (მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები) მიიღო მონაწილეობა, ბარიერი მხოლოდ 69 ადამიანმა გადალახა. ხოლო 401 კონკურსატნტიდან დადებითი შედეგი 157-მა აჩვენა.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s