ქუთაისში მრავალშვილიანი დედა თავის დაწვით იმუქრება – დახუნდარიძე 500 ლარიან სამსახურს ითხოვს

ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა, მარინა დახუნდარიძე მერიის შენობის წინ თავის დაწვით იმუქრება. დახუნდარიძე ქალაქის მერისგან, შოთა მურღულიასგან 500 ლარიანი სამსახურის შეთავაზებას დღესვე ითხოვს.
marina

“თუ მურღულას იმის უფლება აქვს, რომ მე 11 შვილის დედას თავი დამაწვევინოს, მაშინ ისე შეარგოს ის ნაქურდალი, რომელიც აქვს. ქუჩაში ხელისუფლებამ ერთხელ კი არა ბევრჯერ გამომიყვანა”, – აცხადებს მარინა დახუნდარიძე.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მას სამსახური ააიპ “სპეციალურ სერვისებში” მთავრი სპეციალისტის პოზიციაზე შესთავაზეს, რაზედაც მრავალშვილიანმა დედამ უარი თქვა.
მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია ამბობს, რომ დახუნდარიძეს ქალაქში მრავალშვილიანი დედების წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა სურს, რაზედაც თავად მრავალშვილიანი დედები მხარს არ უჭერენ.
ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას ინფორმაციით, დახუნდარიძის მრავალშვილიან ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით არ სარგებლობს, თუმცა ოჯახს გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობის სხვადასხვა სახის დახმარება აქვს მიღებული.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s